logo
ENG



"ტიტუშკები" მოგვიგზავნეს - საქალაქო სასამართლოს ეზოში ინციდენტი მოხდა

20 ნოე 201912:53
3 წუთის საკითხავი
 
mxuxb7rv40c7xl5.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, მცირე ინციდენტი მოხდა. სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, მაშინ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე კომენტარს აკეთებდა, მას უცნობი პირი დაუპირისპირდა. თავად ნადირაძე ვარაუდობს, რომ უცნობი მამაკაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელია. 

"ჩანს რა დღეში აქვს მთავრობას ნერვები. თუ აქამდე პოლიციელების იმედად იყვნენ, რომლებმაც გუშინ სასამართლოში შეარცხვინეს, ახლა ამ "ტიტუშკების" იმედად არიან. იყო ლანძღვა-გინება ჩვენი მისამართით. ასეთი ტიტუშკები ბევრი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით მშვიდი, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს ბრძოლა დამთავრდება რუსი ივანიშვილის გასტუმრებით ხელისუფლებიდან", - განაცხადა ნადირაძემ. 

სიტუაციის განმუხტვაში მანდატურები ჩაერთვნენ და მამაკაცი ადგილიდან გაიყვანეს. 

 

 


close დახურვა